Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს მიერ დეკანის არჩევნების გამოცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული კონკურსის გამოცხადების შესახებ მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს 2023 წლის 5 აპრილის სხდომის ოქმი №4

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე-2 პუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 21–ე  მუხლის პირველი პუნქტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 24 აპრილის №40/2014 დადგენილების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭო ადგენს:

გამოცხადდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის (შემდგომში - ფაკულტეტის) დეკანის არჩევნები 2023 წლის 5 აპრილიდან.

საბუთების მიღების ვადები განისაზღვროს 2023 წლის  8 მაისიდან   17 მაისის ჩათვლით უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის მოთხოვნის გათვალისწინებით,  (ყოველდღე 10.00 - 17.00 სთ) მედიცინის ფაკულტეტის დეკანატში, კანცელარიაში. მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის N78. ოთახი 330.

ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2023 წლის 24 მაისს 14.00-17.00 სთ.

დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველი პირის ვინაობა, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო  ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, სასურველი თანამდებობის ზუსტი დასახელება.

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

    ა) პირადობის მოწმობის ასლი;

    ბ) ავტობიოგრაფია (CV);

    გ) ორი ფოტოსურათი (3X4);

   დ) ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია;

    ე) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების  შესახებ;

    ვ)  ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ. 

    ზ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის  შესახებ. 

ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი რეგისტრირებულად ჩაითვლება, თუ იგი წინამდებარე განცხადებით დადგენილ ვადაში ფაკულტეტის კანცელარიაში სრულყოფილად წარადგენს ამ განცხადებაში მითითებულ დოკუმენტაციას. 

ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურები წესრიგდება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014  წლის 24 აპრილის №40 /2014 დადგენილებით.